• 06-07-2023
    "ყველაზე რთულად გასამკლავებელი ფორვარდი" - კახი კალაძემ ყველაზე რთული მეტოქე გაიხსენა
    "ყველაზე რთულად გასამკლავებელი ფორვარდი" - კახი კალაძემ ყველაზე რთული მეტოქე გაიხსენა

    საქართველოსა და "მილანის" ლეგენდამ კახა კალაძემ "Secelo XIX"-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან თავის ყველაზე რთულ მეტოქეზე ისაუბრა:

    "ყველაზე რთულად გასამკლავებელი ფორვარდი? - ცხადია, აქ დელპიეროს ვიტყვი, რადგან მას შეეძლო, რომ ნებისმიერ მომენტში, არსაიდან ბრწყინვალე ცრუ მოძრაობა გაეკეთებინა და მეტოქე გაებითურებინა, თუმცა მალევე სერია A-ში შვედი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჩნდა და ყველა მცველს საქმე ძალიან გაურთულა, ის ძალიან შემაწუხებელი იყო"

    "ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო და ის ძალიან მაღიზიანებდა" - თქვა კალაძემ.

    აქვე გეტყვით, რომ კახი მილანის ღირსებას 2001-2010 წლებში იცავდა, ამ დროის მონაკვეთში მან ერთხელ მოიგო სკიდეტო და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

    Facebook კომენტარები