"რეალის" პირველი სამიზნე ანდრე სილვაა

9-01-2017, 12:50

როგორც ჩანს, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ზაფხულის დადგომას არ ელოდება და უკვე ამზადებს რამდენიმე ხმაურიან ტრანსფერს.

ბრიტანული გამოცემა Daily Star-ის ინფორმაციით, "ბლანკოსი" სერიოზულად არის დაინტერესებული ლისაბონის "პორტუს" ახალგაზრდა თავდამსხმელის, ანდრე სილვას გადაბირებით. წყაროს ცნობით, "თეთრებმა" უკვე მიაღწიეს შეთანხმებას "დრაკონების" ხელმძღვანელობასთან და 21 წლის ფეხბურთელი 58 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება მადრიდულ გიგანტს.

როგორც ცნობილია, ტრანსფერში "რეალის" მეტოქე ლონდონის "არსენალი" გახლდათ. "მეთოფეებმა" ანდრე სილვას სანაცვლოდ 23 მილიონიანი შეთავაზება გააკეთეს, თუმცა, როგორც ჩანს, "პორტუს" მესვეურებმა ლონდონელთა შეთავაზებაზე თავიდანვე უარი განაცხადეს და საბოლოოდ ესპანელების საკმაოდ მსუყე წინადადებას დათანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ ანდრე სილვა "პორტუს" აკადემიის აღზრდილია და მას მიმდინარე სეზონში უკვე 15 გოლი დაუგროვდა ყველა ტურნირზე ერთად. 21 წლის ფორვარდს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

საინტერესო

  • bakuri88
  • 11 იანვარი 2017 13:13
es rat gvinda vafshe
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით