რაკიტიჩი "სიტიში" არ გადავა

9-01-2017, 12:57

ივან რაკიტიჩის აგენტი დარწმუნებულია, რომ მისი კლიენტი "ბარსელონას" ზამთარში არ დატოვებს.

რაკიტიჩმა გუშინდელი შეხვედრა "ვილიარეალის" წინააღმდეგ გამოტოვა. ხორვატი ფეხბურთელი ლუის ენრიკემ განაცხადშიც არ შეიყვანა, რაზეც "ბარსელონამ" განმარტებად "ტექნიკური მიზეზები" გამოიყენა. ამ ფაქტმა ჭორები უფრო გააღვივა ივან რაკიტიჩის წასვლასთან დაკავშირებით.

ხორვატულმა გამოცემამ, Jutarnji List-მა გამოაქვეყნა სტატია, რის თანახმადაც ივან რაკიტიჩი შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" შეუერთდეს.

თუმცა, რაკიტიჩის წარმომადგენელის, არტურ კანასელის განცხადებით, რომელმაც მუნდო დეპორტივოსთან ისაუბრა, ამბობს, რომ მისი კლიენტი კლუბის დატოვებას არ გეგმავს.

ნოებრის თვეში, სანამ "ბარსელონა" "სიტის" დაუპირისპირდებოდა ივან რაკიტიჩმა, განაცხადა, რომ ის წინააღმდეგ არ იყო გუარდიოლასთან ერთად მუშაობაზე. შეგახსენებთ, რომ ილკაი გიონდოგანი ტრავმირებულია და სწორედ რაკიტიცს მიიჩნევენ მის შემცვლელად.


საინტერესო

arsad arunda wavides yvelasaaq chavardna
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით