დროგბა საფრანგეთში დაბრუნებაზე ალაპარაკდა

9-01-2017, 14:45

ლონდონის "ჩელსის" ყოფილი თავდამსხმელი კოტ დივუარელი დიდიე დროგბა, რომელმაც გასული სეზონი ამერიკის შეერთებულ შტატებში, "მონრეალის" შემადგენლობაში გაატარა, კვლავ ევროპაში დაბრუნებაზე ფიქრობს.

მიუხედავად იმისა, რომ აფრიკელის ყოფილმა გუნდმა "მარსელმა" 38 წლის ფეხბურთელის აყვანა იუარა, დროგბა იმედს არ კარგავს და თვლის, რომ ევროპული ფეხბურთისთვის ის ჯერ კიდევ მზადაა.

"ხელფასი და მატერიალური დიდება ჩემთვის მეორეხარისხოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ასაკში ვარ, ვფიქრობ, მაღალ დონეზე თამაში ჯერ კიდევ შემიძლია. რა თქმა უნდა, "მარსელში" დაბრუნება მსურს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ".

"გუნდის ლიდერობა არ მსურს, უბრალოდ მინდა დავამტკიცო, რომ ჩემი დრო არ წასულა. ამ გუნდთან არაჩვეულებრივი მოგონებები მაკავშირებს და უკან დახევას არ ვაპირებ". - განაცხადა დიდიე დროგბამ.

დროგბა "მარსელის" ღირსებას 2003/04 წლებში იცავდა.


საინტერესო

  • beka10
  • 9 იანვარი 2017 14:45
ლეგენდა ბრუნდება
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით