"ლიონი" და "მარსელი" მამადუ სახოსთვის იბრძვიან

9-01-2017, 15:00

საფრანგეთის 2 გამორჩეული გუნდი "მარსელი" და "ლიონი" ინგლისის "ლივერპულის" ცენტრალური მცველის მამადუ სახოს გადასაბირებლად ერთმანეთს ებრძვიან. ფრანგ ცენტრალურ მცველს მერსისაიდულ გუნდში საქმეები იდეალურად არ მისდის, თუმცა ევროპის მასშტაბით მისი მსურველი ძალიან ბევრი გუნდია.

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმაც ცალსახად განაცხადა, რომ 26 წლის ფრანგი მცველი მის სათამასო მონახაზში აღარ ჯდება. გარდა სამშობლოდან ინტერესისა, სახოს შეძენის სურვილი პრემიერლიგის ბინადარმა "საუთჰემპტონმაც" გამოთქვა, თუმცა თავად ფეხბურთელს ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.

მამადუ სახო "ლივერპულს" 2013 წელს "პარი სენ-ჟერმენიდან" შეუერთდა.


საინტერესო

  • beka10
  • 9 იანვარი 2017 15:02
სახოოო სიმოოოოოოონ
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით