"იუვენტუსი" ევრას შემცვლელს ზაფხულში შეიძენს

9-01-2017, 15:09

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ტურინის "იუვენტუსს" მიმდინარე თვეში ფრანგი განაპირა მცველი პატრის ევრა დატოვებს. 35 წლის ფეხბურთელის გადაბირებით "ვალენსია" და მისი ყოფილი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებული.

მიუხედავად პოტენციური დანაკლისისა, იტლიური მედიის ინფორმაციით, ტურინული გუნდი ევრას შემცველის გადაბირებას მომენატალურად არ გეგმავს. "იუვენტუსი" მარცხენა მცველს უკვე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას შეიძენს.

"ბებერ სინიორაში" გადასვლის კანდიდატებად მედია მატია დე შილიოს, მატეო დარმიანისა და "ბოლონიას" განაპირა მცველ ადამ მასინას თვლის.

პატირს ევრამ თავისი ტურინული კარიერის განმავლობაში 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო.


საინტერესო

  • beka10
  • 9 იანვარი 2017 15:09
ძნელი იქნება პატრისის შეცვლა
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით