ტურინის "იუვენტუსის" უნიკალური მიღწევა

9-01-2017, 15:19

იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ტურინის "იუვენტუსმა" "ბოლონია" დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა და სერია ა-ში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. აღნიშნული დაპირისპირება ერთი საინტერესო ფაქტითაც იყო მნიშვნელოვანი. ტურინელებს საკუთარ მოედანზე ზედიზედ მოპოვებული 26 გამარჯვება დაუგროვდათ.

აღნიშნული მაჩვენებელი უნიკალურია. ჯერ იტალიის მასშტაბით ისტორიაში არცერთ გუნდს ასეთი შედეგი არ ჰქონია. სერია ა-ში ტურინული გუნდი უკვე წელიწადნახევარია საკუთარ მოედანზე ყველა თამაშის მოგებას ახერხებს.

ამ მომენტისთვის "იუვენტუსს" 45 ქულა აქვს დაგროვებული და მეორეადგილოსან "რომას" 4 ქულით უსწრებს.

საინტერესო

  • beka10
  • 9 იანვარი 2017 15:19
მასიმილიანო ალეგრი გენიალურად მუშაობას, ბრავო!
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით