"ევრტონი" შნეიდერლენთან მოლაპარაკებებს განაგრძობს

9-01-2017, 16:24

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, მორგან შნეიდერლენი შესაძლოა "ევერტონში" გადაბარგდეს.

Sky Sports-ის განცხადებით, ლივერპულელები მხოლოდ ადემოლა ლუქმანის ტრანსფერით არ კმაყოფილდებიან და სურთ, რომ უფრო გააძლიერონ კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

წყაროს განცხადებით, "მანჩესტერი" და "ევერტონი" განაგრძობენ მოლაპარკებებს მორგანთან დაკავშირებით. როგორც ჩანს კლუბები ჯერ-ჯერობით სატრანსფერო თანხაზე ვერ თანხმდებიან. "წითლებს" სურთ, რომ ფეხბურთელი სარფიანად ფასად გაყიდონ.

შეგახსენებთ, რომ შნეიდერლენი "მანჩესტერში" 2015 წლის ზაფხულში გადავიდა "სოუთემპტონიდან" 24 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

რაც შეეხება ფეხბურთელის სურვილს, ინგლისელ მოთამაშეს სურვილი აქვს "კანფეტებში" გადასვლის და კუმანთან მუშაობის.

საინტერესო

umjobesia wavides, praqtikas mainc miigebs
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით