"ბარსელონას" ფეხბურთელები FIFA-ს დაჯილდოებას არ დაესწრებიან

9-01-2017, 16:49

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელები დღეს გასამართ FIFA-ს დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრებიან. ეს ინფორმაცია კატალონიური გრანდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.

"იმის გათვალისწინებით, რომ კლუბს ოთხშაბათს კოპა დელ რეის ეგიდით აქვს მატჩი გასამართი, ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ, გუნდმა გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელები დღეს გასამართ FIFA-ს გალა დაჯილდოებას არ დაესწრებიან."

"ბარსელონა მადლობას უხდის ორგანიზაციას და მის პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მოწვევისთვის, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ფეხბურთელებმა მნიშვნელოვანი თამაშის წინ დასვენება მოახერხონ." - წერია ესპანელთა განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ FIFA-ს დაჯილდოების ცერემონიალი დღეს, თბილისის დროით 21:30 გაიმართება.


საინტერესო

  • tsandro
  • 9 იანვარი 2017 20:07
მაინც ვერაფერს მოიგებენ იციან :D
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით