ზიდანი წლის საუკეთესო ფრანგი მწვრთნელია

9-01-2017, 19:09

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.

საფრანგეთის წამყვანმა სპორტულა ჟურნალმა, France Football-მა, ზიდანს წლის საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი მიანიჭა.

ფრანგმა მწვრთნელმა, ერთი წლის წინ მადრიდის "რეალი" ჩაიაბარა, სადაც უდიდეს წარმატებას მიაღწია.

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა კლუბს პირველივე წელს ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოაპოვებინა. ამჟამად კი მისი კლუბი შესანისნავ ფეხბურთს თამაშობს.

გარდა ამისა, ამჟამად ზინედინის შეგირდები ზედიზედ 39 მატჩია არ აგებენ, რაც შესანიშნავი შედეგია.


საინტერესო

zidane mxolod qebas imsaxurebs
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით