ჟირუ ახალ კონტრაქტთან ახლოსაა

9-01-2017, 20:21

"არსენალის" ფორვარდმა, ოლივიე ჟირუმ, შესაძლოა კლუბთან ახალ კონტრაქს ხელი მალე მოაწეროს.

ფრანგი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი 18 თვეში იწურება. შეგახსენებთ, რომ ჟირუ ტრავმის გამო ძირითადში ვერ ხვდებოდა, თუმცა, გასული წლის მიწურულს მან ძირითადში ადგილი დაიკავა.

"ჩვენ ახალი კონტრაქტის ზღვარზე ვიმყოფებით." - განაცხადა ჟირუმ ფრანგულ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

ეს ნდონის ნიშანია. მინდა, რომ ჩემი თავგადასავლები გავაგრძელო. "არსენალი" ერთი დიდი ოჯახია, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ.

მწვრთნელი ყოველთვის მეუბნება, რომ მნიშვნელოვანი მოთამაშე ვარ." - განაცხადა ფრანგმა.

მიმდინარე სეზონში ჟირუმ 19 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.

საინტერესო

tipi mgoni fifas tamashobs, sul bolo wutze gaaqvs D:
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით