წლის საუკეთესო გულშემატკივრებად "ლივერპულისა" და "ბორუსიას" ქომაგები დასახელდნენ

9-01-2017, 21:58

მოგეხსენებათ, ამ წუთებში მიმდინარეობს FIFA-ს დაჯილდოების ცერემონია, სადაც გასული წლის საუკეთესოები ვლინდება. ცერემონიაზე უკვე დასახელდა გასული წლის საუკეთესო გუნდი.

საუკეთესო ნაკრების შემდეგ კი გასული წლის საუკეთესო ფანები დაასახელეს. ნომინაციაში ისლანდიის ნაკრების, "ბორუსიას" და "ლივერპულის" ქომაგები და "დენ ჰააგისა". 2016 წლის ფანების საუკეთესო პერფორმანსად კი დორტმუნდის "ბორუსიასა" და "ლივერპულის" ქომაგების შემოქმედება დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პრიზი პირველად გათამაშდა და მისი გამარჯვებული FIFA-ს ოფიციალურ საიტზე გამოკითხვით აარჩიეს.

 


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით