გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად კლაუდიო რანიერი დასახელდა

9-01-2017, 22:28

მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა FIFA-ს დაჯილდოების ცერემონია, სადაც გასული წლის საუკეთესოები გამოვლინდა. 2016 წლის საუკეთესო თერთმეტეულისა და ფანების საუკეთესო პერფორმანსის შემდეგ, FIFA-მ გასული წლის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.

ზემოაღნიშნული ტიტულის მოსაპოვებლად კლაუდიო რანიერი, ზინედინ ზიდანი და ფერნანდო სანტოში იბრძოდნენ. საბოლოოდ გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად კლაუდიო რანიერი დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტის გაწვრთნილმა "ლესტერმა" გასულ წელს პატარა სასწაული მოახდინა და პრემიერლიგის ტიტულის მოპოვება შეძლო.

საინტერესო

  • tsandro
  • 9 იანვარი 2017 22:30
ზიდანს უნდა აეღო
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით