იბრაჰიმოვიჩი გაამართლეს

9-01-2017, 22:28

ფრანგული სპორტული პრესის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დოპინგ სკანდალში გაამართლეს. შვედ თავდამსხმელზე არსებობდა ეჭვი, რომ ტურინის "იუვენტუსში" თამაშის დროს იგი აკრძალულ პრეპარატებს იყენებდა.

შვედეთის სასამართლომ ზლატანის გამამართლებელი განაჩენი დღეს გამოიტანა, ხოლო შვედეთის მძლეოსნობის ნაკრების მწვრთნელს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც იბრაჰიმოვიჩს დოპინგის გამოყენებაში ადანაშაულებდა, ჯარიმის სახით 2500 ევრო შეუფარდა.

"ზლატანის კუნთოვანი მასა "იუვენტუსში" თამაშის დროს ძალიან სწრაფად გაიზარდა, რაც ბუნებრივი გზით შეუძლებეალი. ვფიქრობ, იგი აქტიურად იყენებდა აკრძალულ პრეპარატებს". - აცხადებდა ულფ კარლსონი.

საინტერესო

  • beka10
  • 9 იანვარი 2017 22:28
ორი აზრი არ იყო, რო არანაირ დოპინგს არ მოიხმარდა იბრა
  • kuso
  • 10 იანვარი 2017 16:06
Ibra ubralod ibraa,aranairi dopingi.gansxvavebul-2i...rogorc maurinio
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით