"ლივერპულს" ფილიპე კოუტინიო უბრუნდება

9-01-2017, 22:42

7 კვირის შემდეგ "ლივერპულს" ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიო უბრუნდება. ფეხბურთელმა ტრავმა ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში მიიღო და იურგენ კლოპის განკარგულებაში ამ დრომდე არ იმყოფებოდა.

კოუტინიოს თამაშის შანსი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასზეც შეეძლო, თუმცა გერმანელმა სპეციალისტმა მისი განცხადში შეყვანა არ იჩქარა. უკვე ოფიციალურადაა ცნობილი, რომ იგი საფეხბურთო მოედანს ოთხშაბათს, ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში დაუბრუნდება, სადაც "ლივერპულში" გასვლაზე "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდება.

"ფილიპე უკვე მზადაა გუნდს დაუბრუნდეს. ნახევარფინალურ შეხვედრაში იგი გარკვეულ წუთებს მიიღებს, თუმცა ზუსტად რამდენს, ამას წინასწარ ვერ გეტყვით, ყველაფერი თამაშის მსვლელობაზეა დამოკიდებული". - განაცხადა იურგენ კლოპმა.

"ლივერპულისთვის" მიმდინარე კვირაში კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი მოხდა. კოუტინიოს გარდა, საწვრთნელ პროცესს, გუნდის კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონიც დაუბრუნდა.

საინტერესო

  • beka10
  • 9 იანვარი 2017 22:44
ძალიან კარგი ამბავია <3
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით