2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო გახდა

9-01-2017, 22:51

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა FIFA-ს 2016 წლის გალა დაჯილდოება, რომელშიც გასული წლის საუკეთესოები გამოავლინეს. სხვა ყველა გამარჯვებულთან ერთად FIFA-მ გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

ნომინაციაში პრიზის მოსაპოვებლად კრისტიანო რონალდო, ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანი იბრძოდნენ. საბოლოოდ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრისტიანო რონალდო დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა გასულ წელს მადრიდის "რეალთან" და პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ყველა შესაძლო საერთაშორისო ტიტული მოიგო, წლის ბოლოს კი France Football-ის მიხედვით გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით