ჯონ ტერი წითელ ბარათს აპროტესტებს

9-01-2017, 23:11

ლონდონის "ჩელსის" ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა ჯონ ტერიმ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის 1/32 ფინალურ შეხვედრაში "პიტერბოროს" წინააღმდეგ მიღებული წითელი ბარათის შესახებ ისაუბრა. "ჩელსის" ლეგენდის განცხადებით, იგი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს ლი ანგოლს საერთოდ არ შეხებია და შეხვედრის არბიტრმა მოედნიდან დაუმსახურებლად გააძევა.

"მოედანზე დაბრუნება დიდებული გრძნობაა, თუმცა არბიტრმა ყველაფერი გააფუჭა. იმ მომენტში ლი ანგოლს საერთოდ არ შევხებივარ და ბარათიც დაუმსახურებლად მივიღე. რა თქმა უნდა, ამ წითელ ბარათს გავასაჩივრებ და იმედს ვიტოვებ, რომ სადისციპლინო კომიტეტი ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს". - განაცხადა ტერიმ.

ჯონ ტერის წითელ ბარათს ანტონიო კონტეც გამოეხმაურა. მისი განცხადებითაც, ფეხბურთელი მოედნიდან გაძევებას არ იმსახურებდა.

"მსაჯის გადაწყვეტილებას პატივს ყოველთვის ვცემ, თუმცა აღნიშნულ მომენტში ტერი წითელ ბარათს ნამდვილად არ იმსახურებდა. გუნდი ამ ბარათს აუცილებლად გაასაჩივრებს". - განაცხადა კონტემ.

"პიტერბოროსთან" მატჩი ლონდონის "ჩელსიმ" 4:1 მოიგო, ხოლო ჯონ ტერი კევინ ფრენდმა მოედნიდან 67-ე წუთზე გააძევა.


საინტერესო

  • beka10
  • 9 იანვარი 2017 23:14
ნაღდად არ იყო წითელი , მართალია
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით