რონალდოს პირველი კომენტარი FIFA-ს ცერემონიალის დასრულების შემდეგ

9-01-2017, 23:20

მოგეხსენებათ, რამდენიმე წუთის წინ FIFA-მ გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და THE Best-ის ჯილდოს პირველი მფლობელი კრისტიანო რონალდო გახდა. პორტუგალიელმა ფორვარდმა საუკეთესოდ დასახელების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ეროვნულ გუნდს, მადრიდის "რეალს", ყველა მწვრთნელს, ჩემს ოჯახს, შვილს, ძმებს. 2016 წელი ჩემს კარიერაში საუკეთესო გახლდათ. ტიტულებმა გვაჩვენა, რომ ხალხი ბრმა არ არის და ფეხბურთს უყურებს."

"გასული წლის დავიწყება შუეძლებელია. გუნდთან და ნაკრებთან ერთად შესანიშნავი გამოსვლა გვქონდა, რამაც შედეგი გამოიღო. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც დამასახელა."

"მე მგონი, სათქმელი მეტი აღარაფერია. ვფიქრობ, რომ ტიტულები თავად ლაპარაკობენ. არ ვაპირებ რომ ვიყვირო, უბრალო ემოციებიც საკმარისია." - განაცხადა პორტუგალიელმა ლეგენდამ.


საინტერესო

უდაოდ დამსახურებული იყო heart_eyes
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით