FIFA-ს The Best: ვინ აირჩიეს საქართველოდან

10-01-2017, 00:51

FIFA-მ მსოფლიოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრისტიანო რონალდო დაასახელა. მოგეხსენებათ, გამოკითხვაში, რომელსაც პლანეტის უძლიერესი მოთამაშე უნდა გამოევლინა, ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები იღებდნენ მონაწილეობას.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ვის მისცეს ხმები საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა და გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ.

ვაისმა საკუთარი არჩევანი შემდეგი თანმიმდევრობით გააკეთა: 1) ლიონელ მესი, 2) კრისტიანო რონალდო, 3) გარეთ ბეილი.

ჯაბა კანკავას სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1) კრისტიანო რონალდო, 2) ანტუან გრიზმანი, 3) ლიონელ მესი.


საინტერესო

  • beka10
  • 10 იანვარი 2017 00:53
ვაისმა ყველაზე სწორად მისცა :დ
  • levani25
  • 10 იანვარი 2017 02:29
კანკავას საღოლ კაი იყო
  • luka77
  • 10 იანვარი 2017 13:35
კარგი კაცი მეგონე კანკავა :D
jaba veraa meore mainc daeenebina messi
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით