შესაძლოა ბოატენგმა "არსენალთან" პირველი მატჩი გამოტოვოს

10-01-2017, 13:17

"ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ჟერემი ბოატენგმა, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი საავადმყოფოდან ნახოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელ ფეხბურთელს შსაძლოა 6 კვირა გაუცდეს. ბოატენგი ოპერაციას საჭიროებს, მან მკერდის კუნთის დაზიანება მიიღო. თავად ფეხბურთელი დაბრუნებას ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩამდე გეგმავდა.

გამოცემა Kicker-მა სხვა ინფორმაცია გამოაცხადა, რის თანახმადაც, ფეხბურთელს მარტის თვემდე დაბრუნება არ შეუძლია.

პირველი შეხვედრა 15 თებერვალს გაიმართება, ხოლო ლონდონის შეხვედრა 7 მარტს.

28 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში "რეკორდმაისტერების" მაისურით 12 მატჩი ჩაატარა.

საინტერესო

cudia es travmebi dzalian ra
  • kuso
  • 10 იანვარი 2017 16:00
Dzalian gaxshirda
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით