"ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსმხელის, ლიონელ მესის ძეგლი ბუენოს-აირესში გაანადგურეს.
გუშინ ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვება გაიმართა, სადაც ერთმანეთს ტიტულისთვის მესი, რონალდო და გრიზმანი ეცილებოდნენ. უმრავლესობათა გადაწყვეტილებით, The Best-ის ტიტული პორტუგალიელმა კრიშტიანო რონალდუმ მოიპოვა.
ეს ფაქტი არ მოეწონათ არგენტინელებს და ვანდალური საქციელი ჩაიდინეს მესის ძეგლის მიმართ. მსოფლიოს ხუთგზის ოქროს ბურთის მფობელის ძეგლი შუაში გადაჭრეს. ჯერ-ჯერობით დამნაშავე უცნობია.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ლიონელ მესის ძეგლს მალე რეკონსტურქცია ჩაუტარდება და მალევე ძველ ფორმას დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ანალოგიური რამ გადახდა რონალდოს ბიუსტსაც. გასულ წელს, როდესაც მესიმ ოქროს ბურთი მოიპოვა, პორტუგალიელმა ფანებმა რონალდოს ძეგლი დააზიანეს.