ოფიციალურად: 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე 48 გუნდი იასპარეზებს

10-01-2017, 15:15

ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეთა გუნდების რაოდენობა 48-მდე გაზარდა.

ფიფა ერთხმად შეთანხმდა თავის გადაწყვეტილებაზე, რის თანახმადაც, მსოფლიო ჩემპიონატზე 2026, წლიდან 48 გუნდი მიიღებს მონაწიელობას. ამ ინიციატივას 33 დელეგატიდან ყველამ დაუჭირა მხარი.

ამდენად, თუ ახლა 8 ჯგუფია და თითოში გადანაწილებულია 4-4 ნაკრები, შეიცვლება და 2026 წლის შემდეგ 16 ჯგუფი გახდება, სადაც თითოეულში მხოლოდ 3 კლუბი იქნება, საიდანაც ორი მათგანი პლეი-ოფში სათამაშო საგზურს მოიპოვებს.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები 64-დან 80-მდე გაიზრდება, რაც ფიფას დამატებით შემოსავალს მისცემს.

თუ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ტიტულის მოპოვება სურს, მათ ზედიზედ 7 მატჩში უნდა მოახერხონ გამარჯვება. ტურნირი 32 დღის განმავლობაში ჩატარდება.


საინტერესო

uazrobaa dzan ra
  • ogafa
  • 10 იანვარი 2017 20:38
16 ჯგუფი 3 გუნდი
მაინც არაფერი არ გვიველის
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით