"რეალი" ხავი მარტინესს დაიმატებს

10-01-2017, 17:14

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ცენტრალურ მცველს, კეპლერ პეპეს მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი ეწურება და როგორც ჩანს მადრიდელებმა მის შემცვლელს უკვე მიაგნეს.

იტალიური გამოცემა CalcioMercato-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" პირველი ტრანსფერი მომავალ ზაფხულს მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, ხავი მარტინესი იქნება. ესპანელ მცველს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. 2012 წლამდე იგი ბილბაოს "ატლეტიკის" წევრი იყო და მიუნხენურ გრანდში წასვლამდე "რეალის" ინტერესშიც მოექცა, თუმცა საბოლოოდ მან ბავარიული გრანდი არჩია.

მარტინესმა გასულ 4 წელიწადში ტრავმების გამო ჯამში 91 მატჩი გამოტოვა და შესაბამისად გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერადავერ დაიმკვიდრა. აქედან გამომდინარე, მადრიდში ფიქრობენ, რომ 28 წლის მცველს ადვილად გადმოიბირებენ.

შეგახსენებთ, რომ ხავი მარტინესი "ბაიერნში" თავის დროზე 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა ახლა მისი ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე 4 წლის წინ. წინასწარი ცნობით "თეთრები" მასში დახლოებით 20 მილიონის გადახდას გეგმავენ.


საინტერესო

  • tsandro
  • 10 იანვარი 2017 17:16
წესით ზამენაზე კაი იქნება
  • Sk11
  • 10 იანვარი 2017 23:43
Xo zamenaze jobia reals kai shemadgenloba hyavs
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით