ოფიციალურად: "ოდეგარი "ჰერენვენს" შეუერთდა"

10-01-2017, 17:25

მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მადრიდის "რეალი" პირველმა მოთამაშემ დატოვა. ეს გახლავთ ახალგაზრდა ნორვეგიელი ნახევარმცველი მარტინ ოდეგარი. დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ 18 წლის ფლეიმეიქერი სეზონის ბოლომდე ჰოლანდიურ "ჰერენვენში" გააგრძელებს ასპარეზობას.

მოგეხსენებათ, ოდეგარი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად არის აღიარებული. 2015 წელს მის შესაძენად მადრიდის "რეალი", კატალონიის "ბარსელონა", ლონდონის "არსენალი" და სხვა მრავალი ევროპული გრანდი იბრძოდა, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელმა "სამეფო კლუბს" მიაშურა. თუმცა აქ მისი კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორც ელოდნენ.

ოდეგარმა "რეალში" გადმოსვლის შემდეგ "კასტილიას" მაისური 62-ჯერ მოირგო და მხოლოდ 5 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოირჩა. ძირითად შემადგენლობაში შანსი კი პრაქტიკულად არ მისცემია. დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ იგი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ჰოლანდიურ "ჰერენვენში" გააგრძელებს ასპარეზობას. 


საინტერესო

  • levani25
  • 10 იანვარი 2017 18:43
ამათმა კასილასი გაუშვეს და ეს უკვე გასაკვირი აღარაა bowtie
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით