ხესეს "ლივერპულშ" თამაში არ სურს

10-01-2017, 17:40

"პსჟ"-ს შემტევ ნახევარმცველს, ხესე როდრიგესს "ლივერპულში" თამაში არ სურს.

გასულ ზაფხულს, ესპანელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალიდან" 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ პარიზულ "პსჟ"-ს შეუერთდა, თუმცა ტრანსფერმა არ გაამართლა.

23 წლის გარემარბით დაინტერესებულნი არიან "ლას პალმასი" და "ლივერპული." ესპანელის განცხადებით, მას მშობლიურ კანარებზე სურს დაბრუნება და არა ინგლისში გადაბარგება.

შეგახსენებთ, რომ ამავე მიზეზით ზესემ უარით "რომა" გაისტუმრა. ფეხბურთელი დიდი ალბათობით "ლას პალმასში" იჯარის სახით გადაბარგდება, სადაც სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში ხესემ პარიზელთა მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანა მოახერხა.

საინტერესო

"chkviania" :D
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით