იოზილის სურვილი "არსენალში" 10 ნომრიანი მაისურის მორგებაა

10-01-2017, 21:52

ლონდონის "არსენალის" გერმანელი ნახევარმცველის მესუთ იოზილის განცხადებით, მისი სურვილია "მეთოფეთა" 10 ნომრიანი მაისურის მორგება, რომელიც ჯეკ უილშირს ეკუთვნოდა. ამ მომენტისთვის ინგლისელი განათხოვრების წესით "ბორნმუთში" ასპარეზობს.

2013 წლიდან ოზილი "არსენალში" 11 ნომრიანი მაისურით გამოდის, ხოლო გერმანიის ნაკრებში მის მაისურზე 10-იანია გამოსახული.

"მას შემდეგ, რაც უილშირი გუნდიდან წავიდა, 10 ნომრიანი მაისური თავისუფალია, თუმცა მის აღებას ჯერ კიდევ ვერ ვახერხებ. მე ნაკრებშიც ამ ნომრით ვთამაშობ და რა თქმა უნდა, მსურს კლუბშიც მისით გამოვიდე". - განაცხადა იოზილმა.

ჯერჯერობით ისიც კი უცნობია, რამდენ ხანს დარჩება გერმანელი "არსენალში". მისი კონტრაქტის ამოწურვამდე 18 თვეა დარჩენილი, ხოლო მხარეები ახალი ხელშეკრულების პირობებზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.


საინტერესო

  • beka10
  • 10 იანვარი 2017 21:53
შენ მაისური კი არა, გუნდიდან წასვლა გინდა, ჩემო ტურკო !
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით