რატომ დაურეკა ინიესტამ "რეალის" ფეხბურთელებს

10-01-2017, 22:55

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა ანდრეს ინიესტამ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს პერსონალურად დაურეკა, წარმატება მიულოცა და "ბლაუგრანას" მოთამაშეების არ ყოფნისთვის "ფიფას" დაჯილდოვებაზე ბოდიში მოუხადა.

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ციურიხში არ გამგზავრების ოფიციალურ მიზეზად კოპა დელ რეის მატჩის წინ გუნდის ფეხბურთელების დასვენება დაასახელა. კატალონიური გუნდიდან მსოფლიოს 2016 წლის სიმბოლურ ნაკრებში ხერარდ პიკე, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი და ლუის სუარესი მოხვდნენ.

"ბილბაოს" წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გვაქვს, ამიტომ ციურიხში წასვლა ვერ მოვახერხეთ. ჩემს თანაგუნდელებს ესპანეთის ნაკრებში პირადად დავურეკე და წარმატება მივულოცე, მათ ეს დაიმსახურეს". - განაცხადა ინიესტამ.

შეგახსენებთ, რომ "ფიფს" ვერსიით 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო გახდა.


საინტერესო

  • beka10
  • 10 იანვარი 2017 22:55
ნამდვილი კაპიტანი და დიდებული პიროვნება
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით