"ჩელსი" სიმონ კიაერის სანაცვლოდ 17 მილიონს ჩამოდის

10-01-2017, 23:09

ლონდონის "ჩელსი" თურქული "ფენერბახჩეს" დანიელი მცველის სიმონ კიაერის შეძენითაა დაინტერესებული და იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, მზადაა თურქებს 17 მილიონი ევრო გადაუხადოს.

კიაერის შეძენა ანტონიო კონტეს პირადი სურვილია, რადგან აპინინელი თვილს, რომ მიუხედავად პრემიერლიგაში ლიდერობისა, დაცვის ხაზში "ჩელსის" პრობლემები ჯერ კიდევ აქვს და მისი აღმოფხვრა საჭიროა. თანაც, სკანდინავიელი კონტეს საყვარელ 3-4-3 ტაქტიკას კარგად ერგება.

თუმცა, "ფენერბახჩე" საკუთარი ლიდერის მარტივად დათმობას არ აპირებს და წყაროს ცნობით, ზამთარში "ჩელსის" კიაერის წაყვანას არცერთ შემთხვევაში დაანებებს.

სიმონ კიაერმა კარიერის განმავლობაში, ფენერბახჩეს" გარდა,  "მიდტიულანდში", "პალერმოში", "ლილში", "ვოლფსბურგსა" და "რომაში" ითამაშა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 3 გატანილი გოლია.

საინტერესო

  • beka10
  • 10 იანვარი 2017 23:09
ცუდი ვინმე არაა, მაგრამ ჩელსისთვის შეუფერებელია.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით