"ბაიერნმა" ბადშტუბერი არენდით გაუშვა

10-01-2017, 23:21

მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მიუნხენის "ბაიერნი" პირველმა მოთამაშემ დატოვა. ეს გახლავთ ცენტრალური მცველი ჰელგერ ბადშტუბერი. დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ 27 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე გერმანულ "შალკეში" გააგრძელებს ასპარეზობას.

მოგეხსენებათ, ბადშტუბერი ბავარიული გრანდის აღზრდილია და მისი შეძენით მანჩესტერ "სიტი" იყო დაინტერესებული. პეპ გვარდიოლას სურდა, რომ თავისი ყოფილი შეგირდი მის ახალ კლუბში მიეყვანა, თუმცა საბოლოოდ თავად ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ იჯარის წესით სეზონის ბოლომდე გელზერკიხენულ გუნდში გადასულიყო.

"მადლობას ვუხდი "ბაიერნს", რომ ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილეს. იმედი მაქვს გელზერკიხენში საკმარისი დრო მექნება იმისათვის, რათა სრულიად დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები." - აცხადებს ბადშტუბერი.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით