რონალდო: "თავისუფალ დროს ყოველთვის ჩემს შვილთან ვატარებ"

11-01-2017, 00:01

ყველა ვერსიით 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავმა კრისტიანო რონალდომ აღნიშნა, რომ იგი საკუთარ თავისუფალ დროს ყოველთვის შვილთან ატარებს და ყველაზე ბედნიერად თავს სწორედ იმ წუთებში გრძნობს.


"ჩემი შვილი ჩემი საგანძურია, მასზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში არაფერია. თავისუფალი დრო იშვიათად მაქვს, თუმცა გარკვეული წუთებისა და საათების გამონახვისთანავე ვცდილობ, მასთან გავჩნდე და ჩემი თავი მთლიანად მას დავუთმო". - განაცხადა რონალდომ.


კრისტიანო რონალდოს ვაჟი 2010 წლის ივნისში დაიბადა. მისი დედის ვინაობა ფართო მასებისთვის უცნობია და მედიაში მხოლოდ კულუარული ინფორმაცია ვრცელდება.


საინტერესო

  • beka10
  • 10 იანვარი 2017 23:50
ამ მხრივ დიდებული პირობნებაა კრისტი
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით