კოშელნი: "ჟირუს ეს გოლი გამართლება იყო"

11-01-2017, 00:00

ბოლო დროს ევროპულ ფეხბურთში დიდი განხილვის საგანია ლონდონის "არსენალის" ცენტრალური თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს ულამაზესი "მორიელის" გოლი, რომელიც ახალი წლის პირველ დღეს, "კრისტალ პალასთან" შეაგდო.

აღნიშნულ გოლს ფრანგი ფეხბურთელის თანამემამულე და თანაგუნდელი, ლორენ კოშელნი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ გამართლება იყო.

"ოლის გოლი ნამდვილად გამართლება გახლდათ. მას შეუძლია იგივე 10-ჯერ ცადოს, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ათივეჯერ გაიტანს. დარტყმის მომენტში მას მცირედით გაუმართლა და საბოლოოდ ლამაზი გოლი გამოვიდა."

"ეს ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მოხდა. ბურთი ჯერ ჩვენს საჯარიმოში იყო და სულ რამდენიმე წამში ანგარიში გავხსენით. ოლივიე დარტყმის მომენტში საკუთარ თავში სრულიად დარწმუნებული იყო და ამის წყალობით მან შესანიშნავი ბურთიც გაიტანა. ეს გოლი მთელი ცხოვრება მემახსოვრება." - განაცხადა ფრანგმა მცველმა.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით