ოფიციალურად: იოვეტიჩი "სევილიას" ფეხბურთელია

11-01-2017, 00:01

ესპანურმა "სევილიამ" მილანის "ინტერის" ყოფილი ნახევარმცველი, მონტენეგროელი სტევან იოვეტიჩი ოფიციალურად დაიმატა. ინფორმაციას ანდალუზიური გუნდის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ.

26 წლის ფეხბურთელი ესპანურ გუნდში სეზონის ბოლომდე არენდის წესით დარჩება, ხოლო ზაფხულში "სევილიას" შესაძლებლობა ექნება ბალკანელი 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდოს. ამ მომენტისთვის ანდალუზიელები ესპანეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იყოფებიან და როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი აცხადებს, ტიტულისთვის ბრძოლაში იოვეტიჩი გუნდს ძალიან დაეხმარება.

სტევან იოვეტიჩმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ფლორენციის "ფიორენტინაში" თამაშის დროს მიიქცა, შემდეგ იყო "მანჩესტერ სიტი" და "ინტერი", სადაც მან თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.


საინტერესო

  • beka10
  • 11 იანვარი 2017 00:01
ძალიან სერიოზული შენაძენია, ბრავო, სევილიას.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით