ალვეში: "ბარსამ" "რეალის" ფეხბურთელებთან მარტო დამტოვა, ეს საშინელება იყო"

11-01-2017, 00:18

ტურინის "იუვენტუსის" მარჯვენა მცველმა დანი ალვეშმა, რომელიც 2016 წლის ფიფას სიმბოლურ გუნდში მოხვდა, დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ ყოფილი გუნდის კატალონიის "ბარსელონას" მესვეურები გააკრიტიკა.

"ისინი ციურიხში აუცილებლად უნდა ჩამოსულიყვნენ. ჩემი აზრით, დაჯილდოვების დღე მათ წინასამატჩო მზადების პროცესს ხელს არ შეუშლიდა. ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრ სითეთრეს ვხედავდი, "რეალის" ფეხბურთელების გარემოცვაში მარტო ვიყავი, რამაც ნამდვილად უსიამოვნო შეგრძება დამიტოვა".

"არამხოლოდ ფეხბურთელებმა და ჟურნალისტებმა, კრისტიანო რონალდო ხალხმაც აირჩია, მან პრესტიჟული ტიტული დამსახურებულად მოიპოვა და უნდა მივულოცოთ". - განაცხადა ალვეშმა.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში "ბარსელონას" ღირსებას 2008-2016 წლებში იცავდა.


საინტერესო

  • beka10
  • 11 იანვარი 2017 00:28
დანი, შენ არ უნდა დაგეტოვებინა ბარსა :/
  • max
  • 11 იანვარი 2017 12:17
აბა :/ მაგრამ რეალი მაინც ყველაზე მაგარია joy
  • 4rakitic4
  • 15 იანვარი 2017 15:50
ეჰჰჰ დანიიიეელლლ არუნდა გექნა მაგი :пенсиве: :пенсиве: [quote]
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით