"პსჟ" "ჩელსის" ლორენტეში ეცილება

11-01-2017, 00:57

ფრანგული სპორტული პრესის ინფორმაციით, საფრანეთის მოქმედი ჩემპიონი "პარი სენ-ჟერმენი" იანვარში კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას აპირებს და როგორც ცნობილი ხდება, დედაქალაქური გუნდის ინტერესის მთავარი ობიექტი "სუონსის" თავდამსხმელი ესპანელი ფერნანდო ლორენტეა.

ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლორენტე სათამაშოდ ლონდონის "ჩელსიში" გადადიოდა, თუმცა "პარი სენ-ჟერმენი" ესპანელისთვის გაცილებით სარფიანი წინადადების შეთავაზებას აპირებს.

ფრანგების მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი აცხადებს, რომ ედინსონ კავანის შემცვლელი სჭირდება და კარგი იქნება თუ გუნდის შეტევის ხაზში როტაციის საშუალება მიეცემა.

ლორენტესა და ემერის ერთად მუშაობის გამოცდილება უკვე აქვთ, ისინი "სევილიაში" გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთობლივად ირჯებოდნენ, რა დროშიც ევროპის ლიგის მოგებაც მოახერხეს.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით