ტერიმ შესაძლოა "ჩელსი" დატოვოს

11-01-2017, 11:53

ბრიტანული სპორტული პრესა სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ლონდონის "ჩელსი" შესაძლოა ჯონ ტერიმ დატოვოს და სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "ბორნმუთში" გადავიდეს.

ტერის ამჟამინდელი კონტრაქტი "არისტოკრატებთან" ზაფხულში იწურება, თუმცა ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მას თამაში ახლაც იშვიათად უწევს. ბოლოს კაპიტანმა პრემიერლიგაში 2016 წლის ნოემბერში ითამაშა.

ჯონ ტერის მიმართ ინტერესი უკვე გამოთქვა "ბორნმუთის" მთავარმა მწვრთნელმა ედი ჰაუმ, რომლის განცხადებითაც, გუნდში კვალიფიციაკური ცენტრალური მცველის ყოლა აუცილებელია.

ტერი "ჩელსის" უკვე მრავალი წელია კაპიტნობს და ამ გუნდის სომბოლოდაც იქცა. 2012 წელს მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო ინგლისის ჩემპიონი კარიერაში არაერთხელ გახდა.

საინტერესო

  • beka10
  • 11 იანვარი 2017 11:54
არ აპატიებენ კონტეს ტერის გაშვებას
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით