მოურინიო დეპაის 30 მილიონის სანაცვლოდ შეელევა

11-01-2017, 13:07

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს განცხადებით, მემფის დეპაი მის გეგმებში არ შედის და უკვე იანვარშივე მის გაყიდვას აპირებს. როგორც მედიისთვის ცნობილია, ჰოლანდიელის მიმართ ინტერესს ფრანგული გუნდები - "ლიონი" და "ნიცა" იჩენენ.

მიუხედავად მემფისის ცუდ ფორმაში ყოფნისა, მოურინიოს მის სანაცვლოდ მაინც სურს სერიოზული თანხის მიღება და "პსვს" ყოფილ ფეხბურთელში მინიმუმ 30 მილიონ ევროს ითხოვს.

"ლიონის" აღმასრულებელმა მდივანმა ცოტა ხნის წინ პირდაპირ განაცხადა, რომ ზამთარში ფრანგული გუნდი დეპაის ხელშე ჩაგდებას ეცდება და მიუხედავად იმისა, რომ მოედნის გარეთ მისი ცხოვრების სტილი არ მოსწონს, მემფისის იმედი მაინც აქვს.

მემფის დეპაი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2015 წელს გადავიდა. მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა ვერც ვან გაალისა და ვერც მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.


საინტერესო

  • beka10
  • 11 იანვარი 2017 13:09
ძაან გამიცრუვა იმედები
amas 4-3-3 stili unda marcxniv dadgoma da satamasho dro da naxet ra qnas
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით