გაიცანით რონალდოს ახალი მეგობარი გოგონა

11-01-2017, 13:38

მოგეხსენებათ, კრისტიანო რონალდო ციურიხში გამართულ ფიფას დაჯილდოვებაზე ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად გამოჩნდა. ხეორხინა როდრიგესის შესახებ მედიაში მანამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა მასობრივად მასზე საუბარი სწორედ ცერემონიალის შემდეგ დაიწყეს.

როდრიგესი მადრიდში მდებარე "გუჩის" მაღაზიაში მუშაობდა და როდესაც რონალდო გაიცნო, იმ მომენტში 21 წლის იყო. პორტუგალიელი და ხეორხინა ერთმანეთს "დოლჩე და გაბანას" ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდნენ გასულ წელს, ხოლო პირველად ისინი ერთად ნოემბერში დააფიქსირეს.

როდრიგესი უკვე დიდი ხანია მადრიდის "რეალის" თამაშებს ინტენსიურად ესწრება და სატრფოსაც გულმხურვალედ გულშემატკივრობს. იგი სანამ მოდელი გახდებოდა, ლონდონში ცეკვით იყო დაკავებული.

ამ მომენტისთვის რონალდოსა და ხეორხინა როდრიგესის ურთიერთობა საჯაროა და იმის ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ მოდელის შესახებ 2017 წელს მედიაში კიდევ არაერთხელ დაიწერება.


საინტერესო

  • beka10
  • 11 იანვარი 2017 13:39
ვნახოთ მოიყვანს თუ არა ცოლად :დ
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით