ხამესის უარი ჩინურ მილიონებს

11-01-2017, 13:55

მადრიდის "რეალის" კოლუმბიელმა შემტევმა ხამეს როდრიგესმა ცოტა ხნის წინ ჩინეთის სუპერლიგის ბინადარი "ჰებეისგან" გრანდიოზული შეთავაზება მიიღო, თუმცა მასზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი მომავალი მხოლოდ მადრიდის "რეალს" უკავშირდება.

"ჰებეის" მთავარი მწვრთნელი ამ მომენტისთვის მანუელ პელეგრინია. გუნდის ხელმძღვანელობა მადრიდის "რეალს" როდრიგესის სანაცვლოდ 95 მილიონ ევროს სთავაზობდა, ხოლო ფეხბურთელს კვირაში ხელფასის სახით 500 000 ევროს ჰპრიდებოდა.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ხამესის ხელფასი კვირაში 58 000 ევროა და თუ იგი აზიელების წინადადებას დათანხმდებოდა, ანაზღაურება დაახლოებით 10-ჯერ გაეზრდებოდა.

ჩინური "ჰებეი" 2010 წელს დაარსდა, ხოლო განსაკუთრებით ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც არგენტინელი ეზეკილ ლავეცი გადაიბირა. რაც შეეხება პელეგრინის, იგი ჩინური გუნდის მწვრთნელი 2016 წელს გახდა.

საინტერესო

  • beka10
  • 11 იანვარი 2017 13:56
ძალიან მაგარი კაცი აღმოჩნდა ხამსა, თამაშსაც როგორ მოუამატა
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
23 სექტემბერი
-
23 სექტემბერი
-
23 სექტემბერი
-
23 სექტემბერი
-
23 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით