იბრა "ლივერპულთან" საეჭვოა

11-01-2017, 14:03

"მანჩესტერ იუნიტედის" ფორვარდს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს სურს, რომ "ლივერპულთან" წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზად იყოს.

35 წლის "მხეცმა" ბოლო ორი სათასო მატჩი "რედინგთან" და "ჰალ სითისთან" გამოტოვა. როგორც იუწყებიან, შვედ ფეხბურთელს მიკრო ტრავმა აქვს, თუმცა, სერიოზული არაფერია. სწორედ ამ მიზეზით დაასვენა ჟოზემ ფეხბურთელი.

"წითელი ეშმაკების" მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მცირე და ამავდროულად დამაინტრიგებელი კომენტარი გააკეთა ამ კითხვაზე, რომელმაც ჟურნალისტმა უპასუხა. შეძლებდა თუ არა ის "ლივერპულის" წინააღმდეგ თამაშს.

"მე ვფიქრობ, რომ..." - ჟოზე მოურინიო ამ საკითხთან დაკავშირებით ენაწყლიანი არ გამოდგა და თავისი წინადადება პორტუგალიელმა გაწყვიტა.

პრემიერ ლიგის 21-ე ტურში "მანჩესტერი" "ლივერპულს" "ოლდ ტრაფორდზე" მიიღებს.

საინტერესო

seriozuli danaklisi iqneba
მოგიგებს მანჩესრი 2:1
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით