"ბარსელონა" - "ბილბაო"

12-01-2017, 02:07

დღეს, გვიან ღამით 00:15-ზე ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. "კამპ ნოუზე" ერთმანეთს "ბარსელონა" და "ბილბაო" დაუპირისპირდებიან. კატალონიელებს პირველი შეხვედრა ბასკეთში 1:2 აქვთ წაგებული და დღევანდელ დაპირისპირებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ შეხვედრის გამო "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ ციურიხში ფიფას დაჯილდოვებაზე წასვლაზეც უარი თქვა. თანაც, 2017 წელს კატალონიელებს ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებიათ და საკუთარ მოედანზე ბასკების დამაჯერებლად ძლევისთვის ყველაფერს გააკეთებენ. "ბილბაო" მრისხანე მეტოქესთან დაპირისპირებას დანაკლისით ხვდება, დისკვალიფიკაციის გამო "კამპ ნოუზე" რაულ გარსია და ანდერ იტურასპე ვერ ითამაშებენ. სავარაუდოა, რომ ყველა ნიუანსიდან გამომდინარე, "ბარსელონა" დღევანდელ შეხვედრაში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "ბარსელონას" ჰანდიკაპით მოგება, კოეფიციენტი - 1.5


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით