ჟულიან ბრანდტით "ლივერპული" ინტერესდება

11-01-2017, 16:05

ინგლისის "ლივერპული" და მისი გერმანელი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი უკვე გეგმავენ გუნდის საზაფხული სატრანსფერო პოლიტიკას. ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლოპი გუნდში "ლევერკუზენის" მარცხენა გარემარბის ჟულიან ბრანდტის მოყვანას აპირებს.

20 წლის გერმანელის ხელში ჩაგდება, "ლივერპულის" გარდა, არაერთ ევროპულ გრანდს სურს, მათ შორის მიუნხენის "ბაიერნსაც", თუმცა კლოპის მიდგომა ახალგაზრდა ფეხბურთელებისადმი ყველას მოეხსენება.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, მერსისაიდელები ბრანდტის სანაცვლოდ მზად არიან ზაფხულში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ და ამით თავიდან აიცილონ ფეხბურთელის შესაძლო გადასვლა სხვა რომელიმე გრანდში.

ჟულიან ბრანდტმა მიმდინარე სეზონში "ლევერკუზენის" შემადგენლობაში 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში კი უკვე 4-ჯერ ითამაშა.

საინტერესო

  • beka10
  • 11 იანვარი 2017 16:06
კარგ ხელში მოხვდება ნამდვილად
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
23 სექტემბერი
-
23 სექტემბერი
-
23 სექტემბერი
-
23 სექტემბერი
-
23 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით