"საუტჰემპტონი" - "ლივერპული"

11-01-2017, 16:26

დღეს, თბილისის დროით 23:45-ზე ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართება. "სტ.მერიზე" ერთმანეთს "საუთჰემპტონი" და "ლივერპული" შეხვდებიან. მასპინძლები ამ თამაშს ცუდ სათამაშო ფორმაში ხვდებიან, გუნდმა ბოლო 5 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო და ჯამში 12 გოლი გაუშვა. რაც შეეხევა "ლივერპულს", იურგენ კლოპმა "ბოქსინგ დეის" შემდეგ წამყვან ფეხბურთელებს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის შეხვედრის შემდეგ დასვენების საშუალება მისცა და როგორც აცხადებს, გუნდი "საუთჰემპტონთან" შეხვედრას ოპტიმალურ ფორმაში ხვდება, თანაც მერსისაიდელებს ტრავმის შემდეგ ფილიპე კოუტინიო და გუნდის კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი დაუბრუნდა. დიდი ალბათობით, გერმანელი სპეციალისტის დამოძღვრილი "ლივერპული" ნახევარფინალის პირველ შეხვედრას მინიმუმ არ წააგებს და "ენფილდზე" გასამართ დაპირისპირებას გარკვეული უპირატესობით შეხვდება.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "ლივერპულის" არ წაგება, კოეფიციენტი - 1.32


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით