რომელ გუნდს არ უმართლებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტად

11-01-2017, 16:54

ერთ-ერთმა ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემამ ძალიან საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც ასახულია პრემიერლიგის გუნდთაგან მიმდინარე სეზონში ვინ რამდენჯერ მოარტყა ძელს ბურთი.

სტატისტიკიდან კარგად ჩანს, რომ ყველაზე მეტად ამ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედს" არ უმართლებს, მოურინიოს გუნდმა ძელს ბურთი ჯამში 19-ჯერ მოარტყა. მეორე ადგილზე ამ მხრივ "მანჩესტერ სიტია", რომელსაც ფორტუნამ 17-ჯერ აქცია ზურგი. საპატიო სამეულს მაურისიო პოჩეტინოს გაწვრთნილი "ტოტენჰემი" ხურავს, "მამლებმა" მეტოქეთა კარის ძელს ბურთი 14-ჯერ მოარტყეს.

აღნიშნულ კომპონენტში უკანასკნელ, მე-20 პოზიციას დევიდ მოიესის დამოძღვრილი "სანდერლენდი" იკავებს, ამ გუნდმა კარის ძელს ბურთი მხოლოდ ერთხელ მოარტყა.

რაც შეეხება უშუალოდ ფეხბურთელებს, ამ მხირვ ყველაზე უიღბლო პოლ პოგბა აღმოჩნდა, მას ძელმა გოლის გატანა 7 შემთხვევაში არ დაანება.


საინტერესო

  • beka10
  • 11 იანვარი 2017 16:54
saitnereso statistikaa :D :D :
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით