"ბარსელონაში" მატიეს გაყიდვა გადაწყვიტეს

11-01-2017, 18:12

კატალონიური სპორტული გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" ზაფხულში ფრანგ ცენტრალურ მცველ ჟერემი მატიეს გუნდიდან გაუშვებს.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველის კონტრაქტი 2018 წელს იწურება და "ბარსელონა" მის გახანგრძლივებას არ აპირებს. ამასთან ერთად, არც ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა სურს და მატიეს თაობაზე წინადადების განხილვა უკვე დაიწყო.

ჟერემი მატიე კატალონიურ გრანდს 2014 წელს 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ვალენსიადან" შეუერთდა. მან გუნდთან ერთად ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, უეფას ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. მის "ბარსელონურ" კარიერაში განსაკუთრებით აღსანიშნავია 2015 წლის გაზაფხულზე მადრიდის "რეალის" კარში გატანილი გოლი.

საინტერესო

  • beka10
  • 11 იანვარი 2017 18:13
აქამდეც უნდა გაეშვათ :დ
  • RAKITIC4
  • 12 იანვარი 2017 13:59
ვაახ ძაან კაი :დდ sweat_smile sweat_smile
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
23 სექტემბერი
-
23 სექტემბერი
-
23 სექტემბერი
-
23 სექტემბერი
-
23 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით