შნეიდერლენი "ევერტონში" გადასვლასთან ახლოსაა

11-01-2017, 18:35

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცვლი, მორგან შნეიდერლენი მალე "კანფეტების" ფეხბურთელი გახდება.

ავტორიტეტული გამოცემის, Sky Sports-ის განცხადებით, ფეხბურთელი "ევერტონში" მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

გუშინ, "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერი უფრო და უფრო რეალრი ხდება.

შეგახსენებთ, რომ შნეიდერლენი გასულ ზაფხულს 25 მილიონის სანაცვლოდ "სოუთემპტონიდან" "იუნაიტედში" გადაბარგდა.

მიმდინარე სეზონში მორგანმა მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა.


საინტერესო

umjobesia wavides ra
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით