"იუვენტუსი" "ასკოლის" გარემარბის შეძენასთან ახლოსაა

11-01-2017, 19:31

"ასკოლის" ნახევარმცველი, რიკარდო ასკოლინი დიდი ალბათობით მალე "იუვენტუსს" შეუერთდება.

იტალიური ტელეარხის, Sport Mediaset-ის განცხადებით, კლუბები უკვე ტრანსფერზე შეთანხმდნენ, რომლის ღირებულება 4.5 მილიონი ევროა.

არსებული ინფორმაციით, "ბებერ ქალბატონებს" კლუბის უფრო გაახალგაზრდავება სურს და პრიმავერადან ერთ ან ორ ფეხბურთეს გადმოიყვანენ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანამდე 19 წლის ნახევარმცველით "როსონერები" იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა, "ბიანკო-ნერიმ" კონკურენცია გაუწია "მილანს" და ფეხბურთელი ტურინში წაიყვანა.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა სერია ბ-ში 21 მატჩი ითამაშა, სადაც 4 გოლი გაიტანა.


საინტერესო

  • tsandro
  • 11 იანვარი 2017 19:33
ნეტა რათ უნდათ
vnaxot ramdenad gamoadgebat
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით