"ჩელსის" რადარზე ჩალჰანოღლუ გამოჩნდა

11-01-2017, 19:56

დიდი ალბათობით, ლევერკუზენის "ბაიერის" ცენტრალური ნახევარმცველი, ჰაკან ჩალჰანოღლუ კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს.

თურქული გამოცემა Turkish-Football-ის მტკიცებით, "არისტოკრატები" სერიოზულად არიან დაინტერესებული ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირებით. მოგეხსენება, "ჩელსიმ" მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ოსკარი და ჯონ ობი მიკელი გაუშვა, შესაბამისად ლონდონელებს შევსება სჭირდებათ. ანტონიო კონტეს აზრით კი 22 წლის თურქი კარგად ჩაანაცვლებს იმ დანაკლისს, რომელიც ფეხბურთელთა წასვლის შემდეგ გუნდში გაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, გერმანელები ჩალჰანოღლუს გაშვებას იანვარში არ აპირებენ. თუმცა, თუ შეთავაზება იქნება, დიდი ალბათობით ახალგაზრდა ნახევარმცველი ზაფხულში დატოვებს "ლევერკუზენს" და ნისლიან ალბიონს მიაშურებს.

შეგახსენებთ, რომ ჩალჰანოღლუ "შავ-წითლების" რიგებს 2014 წლიდან იცავს და მას შემდეგ 74 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.


საინტერესო

uketesia gadavides torem leverkuzeni...
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით