"სუპერ-კომპიუტერმა" პრემიერ ლიგის მოგების მთავარი კანდიდატი "გამოითვალა"

11-01-2017, 20:38

ინგლისის პრემიერლიგაში ჩასატარებელი მატჩების ნახევარზე მეტი უკვე მიილია და გამოიკვეთა იმ გუნდების სია, რომლებიც ჩემპიონობისთვის ან ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. მაგრამ, ალბათ მაინც ძნელია იმ გუნდის დასახელება, რომელიც ასე ნანატრ თასს აწევს.

თუმცა, ეს რთული სულაც არ აღმოჩნდა "სუპერ კომპიუტერისთვის". ეს გახლავთ პროგრამა, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს იმას, თუ რომელი გუნდი დაახლოებით რომელ ადგილზე დაასრულებს სეზონს.

მოგეხსენებათ, ამჟამად ცხრილს 5 ქულიანი ჰანდიკაპით ლონდონის "ჩელსი" ლიდერობს. თუმცა, "სუპერკომიუტერის" აზრით, "არისტოკრატები" მხოლოდდამხოლოდ მეითხე ადგილზე დაასრულებენ სეზონს. რაც შეეხება ჩემპიონს, პროგრამის მიხედვით, სავარაუდოდ ტიტულს "ტოტენჰემი" აწევს. მე-2 ადგილზე "ლივერპულის" გასვლას ვარაუდობენ, ოთხეულს კი მესამე ადგილით მანჩესტერ "სიტი" დააკომპლექტებს.

რაც შეეხება გასავარდნ ზონას, თუ ზემოხსენებულ პროგრამას დავუჯერებთ, ჩემპიონშიფში დაქვეითება "ჰალს", "სუონსისა" და "სანდერლენდს" მოუწევთ. სულ კი ოცეული შემდეგნაირად გამოიყურება:

20. "ჰალი"
19. "სუონსი"
18. "სანდერლენდი"
17. "ვესტ ჰემი"
16. "მიდლსბრო"
15. "კრისტალ პალასი"
14. "სტოკი"
13. "საუთჰემპტონი"
12. "ვოტფორდი"
11. "ბარნლი"
10. "ლესტერი"
9. "ბორნმუთი"
8. "ვესტ ბრომვიჩი"
7. "ევერტონი"
6. "მანჩესტერ იუნაიტედი"
5. "არსენალი"
4. "ჩელსი"
3. "სიტი"
2. "ლივერპული"
1. "ტოტენჰემი"


საინტერესო

  • tsandro
  • 12 იანვარი 2017 00:14
დავირუსდა ეს კომპიუტერი :D :D
  • dreadful
  • 12 იანვარი 2017 21:26
დავირუსებულია თვითონ ეგ საიტი! სუპერკომპიუტერმა ჩელსი გაიყვანა პირველზე. მეორეზე ტოტენჰემი მესამეზე ლივერპული და მეოტხეზე სიტი
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით