ადრიანა ლიმა: "ის ჩემი ოცნების ფეხბურთელია"

12-01-2017, 00:04

35 წლის ბრაზილიელმა სუპერმოდელმა, Victoria Secret-ის სახემ ადრიანა ლიმამ თავისთვის ყველაზე საყვარელ ფეხბურთელზე ისაუბრა. სამხრეთ ამერიკელის განცხადებით, მისი ოცნების მოთამაშე "ლივერპულის" ყოფილი კაპიტანი სტივენ ჯერარდია.

"სტივენ ჯერარდი ჩემი ოცნების ფეხბურთელია. ყოველთვის გაოცებული ვიყავი როგორც მისი სპორტული მონაცემით, ასევე ვიზუალური მხარითაც. იგი მოედანზე ნამდვილი მებრძოლი იყო და ყველასგან გამორჩეულად თამაშობდა. მას პირადად კარგად არ ვიცნობ, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოედნის გარეთ ნამდვილი ჯენტლმენია". - განაცხადა ადრიანა ლიმამ.

სტივენ ჯერარდმა საკუთარი საფეხბურთო კარიერა 2016 წელს დაასრულა. "ლივერპულიდან" წასვლის შემდეგ ის ამერიკული "გალაქსის" ღირსებას იცავდა. ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებს ყოფილი ფეხბურთელი ცხოვრების მომდევნო წლებში.

საინტერესო

  • tsandro
  • 12 იანვარი 2017 01:38
დაურტყავდა კაცი თერთმეტმეტრიანს :3
  • PEREGRINE
  • 12 იანვარი 2017 15:01
arc jarimebze ityoda uars :d :d
ramxela dudukebi aq :D
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით