მოურინიოს უოლკერის შეძენა სურს

12-01-2017, 00:18

ინგლისურ სპორტულ მედიაში ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" ლონდონის "ტოტენჰემის" მარჯვენა მცველის კაილ უოლკერის შეძენითაა დაინტერესებული.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გუნდის ხელმძღვანელობას მოუწოდებს ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი იანვარშივე შეიძინოს. თავის მხრივ, ხელმძღვანელობა მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ "ტოტენჰემს" სოლიდური თანხა გაუდაუხადოს. პრესაში ასევე იწერება, რომ "იუნაიტედის" სურვილია უოლკერთან ერთად "დეზების" მარცხენა მცველი დენი როუზიც შეიძინოს, ხოლო ორივეს სანაცვლოდ ჯამში 60 მილიონი ფუნტი გაიღოს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად "ტოტენჰემი", თუმცა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ არაერთხელ აღნიშნა, რომ იგი წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას არ აპირებს.

საინტერესო

  • levani25
  • 12 იანვარი 2017 03:06
ძვირად გაყიდიან ამას
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით